14:22 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-14 09:47:48, 631 ნახვა

სამართალი
შსს-მ უკანონო სახერხი საამქრო, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინა

შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხაშურში, გურამიშვილის ქუჩაზე, ხე-ტყის დაურეგისტრირებელი გადამამუშავებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ლევან ძ-ს კუთვნილ უკანონო სახერხ საამქროში 10 კუბური მეტრი უსაბუთოდ დახერხილი ხის მასალა აღმოაჩინეს. საამქროს მფლობელი ლენტური ხერხის ულიცენზიოდ გამოყენებისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128-2 პრიმა მუხლით დაჯარიმდა.

გამოძიება ლევან ძ-ს მიმართ ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

სამართალდამცველებმა იმავე დღეს ხაშურში, გურამიშვილის ქუჩაზე მიკროავტობუსი გააჩერეს, რომლითაც მძღოლს - პაატა კ-ს უკანონოდ გადაჰქონდა 5 კუბური მეტრი დახერხილი ფიცარი. პაატა კ. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტზე დაჯარიმდა (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics