09:06 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 17:36:02, 413 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური: ზურაბ უძილაური თავისი ნებით არ წასულა

„მოდი ასე ვთქვათ,  ზურაბ უძილაური თანამდებობიდან თავისი ნებით არ  წასულა“,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ  გომელაურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რომ  ზურაბ უძილაური ახმეტის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე ყოფილიყო.

„როგორ ფიქრობთ, ჩემი გადაწყვეტილებით წავიდა თუ თავისი ნებით?!  აქამდე ბევრი განცხადება იყო გაკეთებული. მოდით ასე ვთქვათ, ის ადამიანი თავისი ნებით არ წასულა. ეს ადამიანი კანონის სრული დაცვით მუშაობდა. მინისტრს აქვს უფლება ასეთი ადამიანი დანიშნოს, თუმცა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ამ ადამიანმა თანამდებობაზე იმუშაოს“,-აღნიშნა გომელაურმა.

ცნობისთვის, ზურაბ უძილაური ახმეტის პოლიციის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
გავრცელებული ინფორმაციით, უძილაური ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების და ხულიგნობის ბრალდებით არის ნასამართლევი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics