2016-05-28 14:11:04, 1258 ნახვა
მსოფლიო
BBC: სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 100-ზე მეტი მებრძოლი ლიკვიდირებულია
სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ 100-ზე მეტი მებრძოლი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ BBC თურქულ ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც მედია საშუალება წერს, თურქეთმა ექსტრემისტების წინააღმდეგ საარტილერიო ცეცხლი გახსნა, რასაც აშშ-ის კოალიციის საჰაერო თავდასხმა მოჰყვა.
მედიის ინფორმაციით, „დაეშის“ მებრძოლებმა თურქეთის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი მძიმედ დაშავდა. კოალიციის წევრებმა სპეცოპერაციის ფარგლებში ექსტრემისტების 7 შტაბ-ბინაც გაანადგურეს.
ამასთან, თურქეთის შეიარაღებული ძალები არ აკონკრეტებენ, თუ როგორ შეძლეს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიკვიდირებული მებრძოლების რაოდენობის დადგენა.
ცნობისთვის, 2 დღის წინ "ისლამურმა სახელმწიფომ" სირიასა და თურქეთის საზღვრებთან მდებარე დასახლებული პუნქტების კონტროლი დაიწყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან