11:51 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 17:32:49, 1249 ნახვა

მსოფლიო
თურქული მედიის ცნობით, საქართველომ თურქეთს 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა

საქართველომ თურქეთს სასაზღვრო ზოლზე მდებარე 6 ჰექტარის მიწის ნაკვეთი გადასცა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოსა და თურქეთს შორის დავის ობიექტი იყო, - ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, გასულ კვირას თურქული და ქართული დელეგაციების წარმომადგენლები ერთმანეთს თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე თურგოზუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეხვდნენ და შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

მედიის ინფორმაციით, საქართველომ თურქეთს გადასცა მიწის ნაკვეთი, რომელიც თურქეთის პროვინცია არტაანის ნაწილი იყო და 70-იან წლებში, როცა საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

Daily Sabah-ის  ცნობით, ანკარამ ამ ტერიტორიაზე კონტროლი მაშინ დაკარგა, როცა ართვინის ერთ-ერთი მდინარის, ჩაკსუს კალაპოტი შეიცვალა და სასაზღვრო მიწის ნაწილი ბუნებრივად საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, ”ექსპრესნიუსი” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაუკავშირდა. უწყება დეტალებს არკვევს და ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics