18:35 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 21:03:38, 989 ნახვა

მსოფლიო
ჯონ კერი: "ყარაბახის კონფლიქტი" თანდათან უნდა მოგვარდეს

"ყარაბახის კონფლიქტი" თანდათან უნდა მოგვარდეს" - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ ვაშინგტონში გამართული ბირთვული უსაფრთხოების სამიტის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა.

შეერთებული შტატების სახელწმიფო მდივანმა მხარეებს მთიანი ყარაბახის კონფლიქტის „საბოლოო გადაჭრის“ მეთოდის პოვნისკენ მოუწოდა.

ჯონ კერიმ ალიევთან საუბრისას NATO-ს ავღანეთის მისიაში აზერბაიჯანის მნიშვნელოვან როლსაც გაუსვა ხაზი. კერიმ განაცხადა, რომ ყველა კონფლიქტი, ქვეყნების ტერიტორიული ერთიანობაზე დაყრდნობით უნდა მოგვარდეს.

"ჩვენ მთიანი ყარაბახის გაყინული კონფლიქტის  საბოლოო მოგვარების დანახვა გვინდა, რასთან დაკავშირებითაც მოლაპარაკებებია ჩასატარებელი და დროთა განმავლობაში თანდათან უნდა მოგვარდეს. ყველა კონფლიქტი პოსტსაბჭოთა სივრცეში და მსოფლიოში უნდა მოგვარდეს ქვეყნების ტერიტორიული ერთიანობაზე დაყრდნობით" – განაცხადა კერიმ.

შეხვედრაზე კერიმ და აზერბაიჯანის ლიდერმა ენერგეტიკული უსაფრთხოება, დემოკრატია და ადამიანთა უფლებების დაცვა განიხილეს, რაზეც კერიმ  ხაზი გაუსვა აზერბაიჯანში ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩატარებული რეფორმების ეფექტურობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
Starbucks-ი ოფიციალურად შემოდის საქართველოს ბაზარზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics