11:25 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-16 13:14:39, 1030 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა საცალო მიმართულებით AI-ის ფინანსებში ინტეგრაციისთვის Global Finance-ის 14 ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა, როგორც ქვეყანასა და რეგიონში მოწინავე ტექნოლოგიურმა ორგანიზაციამ, საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის ფინანსებში დანერგვისთვის Global Finance-ისგან 14 ჯილდო მიიღო.

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ Global Finance ახალი დაჯილდოების AI in Finance Awards 2025-ის პირველი გამარჯვებულები გამოავლინა. დაჯილდოებების პირველივე ეტაპზე საქართველოს ბანკმა საცალო მიმართულებით ფინანსებში ხელოვნური ინტელექტის წარმატებული ინტეგრაციისთვის ჯამში 14 ჯილდო მოიპოვა.

აღნიშნულ დაჯილდოებას Global Finance CGI-სთან — საერთაშორისო IT და საკონსულტაციო ფირმასთან პარტნიორობით ახორციელებს. CGI გლობალურ დონეზე ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან დანერგვაშია სპეციალიზებული. AI in Finance Awards-ის მიზანია იმ საფინანსო ინსტიტუტების გამოვლენა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ფინანსურ მომსახურებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ.

ბანკში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების დანერგვა და განვითარება ჩვენთვის მხოლოდ ყოველდღიური ტექნოლოგიური ამოცანა არააეს არის გზა, რომ თითოეულ მომხმარებელს მარტივი, სწრაფი და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები თუ პროდუქტები შევთავაზოთ. საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით 14 ჯილდო კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ შედეგს, რომელიც ჩვენი გუნდის ინოვაციურ და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომებს მოაქვს”, — აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკმა AI in Finance Awards-ის ფარგლებში 14 ჯილდო შემდეგ ნომინაციებში მიიღო:

ქვეყნის ქვეკატეგორიები:

  • ჩათბოტები და ვირტუალური ასისტენტები;
  • მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება;
  • პერსონალიზებული ფინანსური რჩევები;
  • კერძო საბანკო მომსახურება;
  • ფინანსური თაღლითობის გამოვლენა და პრევენცია;
  • საკრედიტო შეფასება.

რეგიონის ქვეკატეგორიები (აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპა):

  • ჩათბოტები და ვირტუალური ასისტენტები;
  • მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება;
  • პერსონალიზებული ფინანსური რჩევები;
  • კერძო საბანკო მომსახურება;
  • ფინანსური თაღლითობის გამოვლენა და პრევენცია;
  • საკრედიტო შეფასება.

საუკეთესო ბანკი საცალო მიმართულებით:

  • ქვეყნის დონეზე (საქართველო)
  • რეგიონის დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა)




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics