13:52 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-08 17:29:59, 1168 ნახვა

რეგიონი
მერია - ქედაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა - ევაკუირებულია 100-მდე ოჯახი

ქედაში, ძლიერი წვიმის შედეგად ათეულობით ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქედის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული 100-მდე ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გაყვანილი.

"ქედაში, ძლიერი წვიმის შედეგად ათეულობით ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა.

მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული 100-მდე ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას, ამ ეტაპისთვის არცერთ მოქალაქეს საფრთხე არ ემუქრება.

დღეს დილიდან, აჭარის გეოლოგიური სამსახურის ორი ჯგუფი და მუნიციპალიტეტის "სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის შემსწავლელი" კომისია განვითარებული მეწყერის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და ტერიტორიებს სწავლობს.

ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური, მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის გაწმენდილია 30 მიმართულება და 10 მიმართულებით მიმდინარეობს სამუშაოები, რომელშიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ქედის კომუნალურ სერვისის ტექნიკაა ჩართული.

მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, პირველ მოადგილესთან, იმედა ვასაძესთან ერთად, სოფელ ვარჯანისში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics