11:31 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-25 15:51:51, 848 ნახვა

რეგიონი
ქედაში „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულება გაფორმდა

ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოსა და ღია სივრცე საზოგადოებისთვის „ქალთა ოთახის“ მიზნობრივი პროგრამის „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, დოკუმენტს ხელი ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ და გამარჯვებულმა ბენეფიციარებმა მოაწერეს.

„პროექტი წელს მეორედ ხორციელდება, რომლის ფარგლებში სულ 22 ბიზნეს-იდეა შემოვიდა. აქედან, რვა გამარჯვებული მონაწილე მიიღებს დაფინანსებას. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში პროექტის ბიუჯეტი 15 000 ლარით გაიზარდა, რაც ჯამში 30 000 ლარს შეადგენს.

პროგრამის განხორციელების მიზანია ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება და ხელშეწყობა, მათი საქმიანობის წახალისება, ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა და მეწარმე ქალების რაოდენობის გაზრდა, რაც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე, „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ პროგრამის კომისიის თავმჯდომარე იმედა ვასაძე და კომისიის წევრები“,- აღნიშნულია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics