20:16 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-07 12:36:26, 1561 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი პირველ ბრიგადაში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულების ფაზაშია. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე გორში, აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 და მე-14 ბატალიონების დისლოკაციის ადგილზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. თავდაცვის მინისტრმა მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან, მინისტრის მოადგილეებთან და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ბაზაზე შესრულებული სამუშაოების შესახებ.

სამინისტროს ინფორმაციით, ბრიგადის ტერიტორიაზე სამსართულიანი ყაზარმისა და საყარაულო შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სამსართულიან ყაზარმას უტარდება რეკონსტრუქცია, რაც მოიცავს იატაკების, კედლებისა და ჭერის განახლებას, კერამიკული ფილების მოწყობას, განათების სისტემებისა და საინჟინრო ქსელების რეაბილიტაციას. სტუმრებმა დასრულებული სპორტული დარბაზიც დაათვალიერეს, რომელიც თანამედროვე სპორტული ინვენტარით არის აღჭურვილი.

სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია სამი მულტიფუნქციური სტადიონის მოწყობა და სამსართულიანი ყაზარმის მშენებლობა.

ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით დისლოცირებული სამხედრო ქვედანაყოფების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამხედრო ბაზებზე ასობით ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics