14:34 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 19:10:31, 478 ნახვა

პოლიტიკა
მიუნხენის 51-ე უსაფრთოხების კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა

“დარღვეული წესრიგი”- მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა. გახსნით სესიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
 მიუნხენში, საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, 20 ქვეყნის მეთაური, 60-ზე მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი და  თავდაცვის მინისტრი,  400-ზე მეტი წამყვანი პოლიტიკოსი და ექსპერტი იმყოფება.
 მიუნხენის 51- ე უსაფრთხოების კონფერენციის დღის წესრიგის  მთავარი საკითხებია- საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა, უკრაინის კრიზისი, ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია და დევნილებთან დაკავშირებით შექმნილი  გლობალური პრობლემა.
 მიუნხენის კონფერენცია, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნების "თავდაცვის უწყებათა წარმომადგენლების სხდომა", 1962 წელს დაარსდა და იგი ამჟამად საერთაშორისო ფორუმს წარმოადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics