12:08 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 14:02:28, 435 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე ბელგიელ კოლეგას სტივენ ვანდეპუტს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, მინდია ჯანელიძე ბელგიელმა კოლეგამ სტივენ ვანდეპუტმა მიიღო.

ჯანელიძემ ბელგიის თავდაცვის მინისტრს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ბელგიელი დამკვირვებლების მონაწილეობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში.

გარდა ამისა, მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს. სტივენ ვანდეპუტმა პაკეტის განხორციელების პროცესში აქტიური ჩართულობის მზადყოფნა გამოხატა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ქართული სამხედრო კონტინგენტის წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics