03:20 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 23:13:29, 491 ნახვა

პოლიტიკა
სოსო რობაქიძე დონაძეს - გაგივარდათ, ხო? ერთხელაც მე გამივარდება და განახებ მერე

"გაგივარდათ, ხო? ერთხელაც მე გამივარდება და განახებ მერე,"- ასე მიმართა სოსო რობაქიძემ გურამ დონაძეს  რუსთავი-2 ის გადაცემა"არჩევანში".

რობაქიძის განცხადებით, მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ახალი გარემოებები დგინდება.

"ჯერ კასეტა დამალეთ, მერე გამოაჩინეთ. მერე თქვით, სპეცოპერაცია იყოო. მერე თქვით, გაგვივარდაო. ვიდეოში ყვირით, რომ კრიმინალები არიან და ლიკვიდაცია გაუკეთეთო და რომელია აქედან მართალი. ან ორი გავარდნილი ტყვია სად გინახიათ?  რა გინდათ, მითხრათ, რომ სამი ბიჭის დაპატიმრებაც გაგივარდათ? ახალი გამოძიება დაიწყო პროკურატურაში ჩინოვნიკებზე და ყველაფერი გაირკვევა. ბუტა არ იყო კრიმინალი. იქ, იმ დღეს ტაქსი რომ არ გამოჩენილიყო, მანქანაში მყოფ ყველა ადამიანს დახოცავდნენ. დაწყნარდი გურამ, თუ მართალი ხარ, დაწყნარდი. გეთანხმები დიდი ხანია შენი ადგილი ციხეშია," - განაცხადა სოსო რობაქიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics