05:40 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-12 11:47:10, 2440 ნახვა

სამხედრო
საქართველოსა და თურქეთის სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორი "ვალეს" ტერიტორიაზე საქართველო-თურქეთის რესპუბლიკების სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა.

სწავლებაში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ახალციხის სამმართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 25-ე ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფები მონაწილეობდნენ.
ერთობლივი წვრთნების მიზანი იყო ორი ქვეყნის სასაზღვრო ქვედანაყოფებს შორის სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში კოორდინირებული მოქმედებების გაუმჯობესება. სწავლების ფარგლებში, მესაზღვრეებმა სასაზღვრო ინციდენტებზე რეაგირებისა და პრევენციული ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობები დახვეწეს.

წვრთნების სცენარი 2 ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა: არალეგალური მიგრანტების დაკავება და სახელმწიფო საზღვარზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უკანონოდ გადაყვანის აღკვეთა.

სწავლების შემაჯამებელი ღონისძიება სექტორი "ვალეს" ტერიტორიაზე გაიმართა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ემზარ აბრამიშვილმა ჩატარებული წვრთნები შეაფასა და მონაწილეებს წარმატებული ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა. სტუმრებსა და სწავლების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა თურქეთის შეიარაღებული ძალების 25-ე ბრიგადის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ბერათ აჯარმა.

ღონისძიების დასასრულს, წვრთნებში მონაწილე მესაზღვრეებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ერთობლივი წვრთნები თურქეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის 2021 წლის გეგმის ფარგლებში ჩატარდა. მსგავსი ტიპის სწავლებები საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის რეგულარულად, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics