16:57 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-22 18:17:01, 3780 ნახვა

კომენტარი
პაპუაშვილი: უკრაინის ხელისუფლებას არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც დასრულება

უკრაინაში მძიმე მდგომარეობაა, ქვეყანას არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება, – ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება იყო განსაკუთრებით ფრთხილი, რადგან ქვეყანას დამანგრეველი ომისკენ ექაჩებოდნენ.

მაშინ როდესაც ჩვენ გარე ძალები და ჩვენი შიდა ოპოზიცია და NGO-ები გვექაჩებოდნენ ომში, მაშინ ვთქვით ჩვენ ზუსტად, რომ ვინ თუ არა ქართველებმა ვიცით ძალიან კარგად და მწარე გამოცდილებით, როგორ იწყება და სრულდება ასეთი ომები. ამიტომაც იყო საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულად თბილი, იმიტომ რომ ჩვენ ვიდექით ზუსტად ასეთი დამანგრეველი ომის პირზე, სადაც პირდაპირ გვიბიძგებდნენ გარე თუ შიდა ძალები.

ამის საპირწონედ, ჩვენ ვხედავდით ყალბ მჯიღისცემას მკერდში, ყალბ გმირობას კომპიუტერების კლავიატურასთან, იმის გააზრების გარეშე ზოგიერთის მხრიდან, თუ რას წარმოადგენდა, ამგვარი ისტერიის დათესვა საქართველოში.

მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში. ისეთ მდგომარეობაშია მისი ხელისუფლება, რომ არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც დასრულება. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, ვინაიდან ჩიხში არის შესული ეს პერიპეტიები და ომი. გამოსავალი ომის გაგრძელება - მძიმეა, ომის დასრულებაც მძიმეა.

პრეზიდენტ ზელენსკის გუშინდელი განცხადებაც იმის დასტურია, რომ ეს არის ორი ცუდი არჩეანიდან არჩევანის გაკეთება. ზუსტად ეს უნდოდათ, რომ ჩვენ თავსაც დამართნოდა, რომ ჩვენ რეალური არჩევანი არ გვქონოდა და ორი ცუდი არჩევანის წინაშე დავეყენბინეთ. - განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics