19:19 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 18:35:50, 685 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: პრეზიდენტის მიმართვის დაკნინება სახელმწიფოს მომავლის უპატივცემულობაა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის თარიღის გადაწევაში ტრაგიკული არაფერია, თუმცა, გამოსვლის შინაარსი საყურადღებოა.
ბაქრაძეს თქმით, პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა, რიგითი მოვლენა არ არის და ამ დროს ის საკუთარ ხედვას უნდა წარმოადგენდეს, თუ როგორი იქნება საქართველო მომავალი ერთი წლის განმავლობაში.
აქედან გამომდინარე, დეპუტატის მოსაზრებით,  მთავრობისა და უმრავლესობის მხრიდან, პრეზიდენტის მიმართვის დაკნინება საზოგადოებისა და სახელმწიფოს მომავლის უპატივცემულობაა.
„თავისთავად თარიღის გადაწევაში ტრაგიკული არაფერია. შეიძლება იყოს ოთხი  თებერვალი ან თებერვლის ნებისმიერი დღე. თარიღის დრამატიზებას არ მოვახდენდი, თუმცა, რაც შეეხება შინაარს, ის ნამდვილად საყურადღებოა. პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა და ყოველწლიური მიმართვა რიგირთი მოვლენა არ გახლავთ, ეს არის მიმართვა ქართული საზოგადოების მიმართ. ეს არის მიმართვა, სადაც პრეზიდენტმა საკუთარი ხდევა უნდა წარმოადგინოს, თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა მომავალი ერთი წლის განმავლობაში. ამიტომ, მთავრობის და უმრავლესობის მხრიდან ამ მიმართვის დაკნინება და მისი უპატივცემულობა ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის მომავლის უპატივცემულობაა. აქედან გამომდინარე ვისურვებდი შედგეს სრულფასოვანი გამოსვლა და სრულფასოვანი დებატი ამ გამოსვლის შემდეგ“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics