12:31 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 21:56:14, 2151 ნახვა

საზოგადოება სხვადასხვა
არის თუ არა საქართველო ISIS-ის სამიზნე - აჭარაში მუსლიმი თემის ლიდერებს ემუქრებიან

ამერიკელი მკვლევარი ბენეტ კლიფორდი Twitter-ში ინფორმაციას და ფოტოს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ქართველი მხარდამჭერები საქართველოში მუსლიმი თემის წარმომადგენლებს პირდაპირ ემუქრებიან. 

ფოტოზე გამოსახულ პირებს შორის არიან საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე, ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე, მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მთავარი მუფთის მოადგილე ადამ შანთაძე. 

როგორც მკვლევარი წერს, ეს არ არის საქართველოში მუსლიმი თემის მიმართ პირველი მუქარი. 

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ISIS სისტემატიურად იყენებს სპეციალურ ქსელ ტელეგრაფს, იმისთვის, რომ მუქარის შემცველი გზავნილები გაავრცელოს. 

ინფორმაციის გასარკვევად "ექსპრესნიუსი" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

"გამოძიებაში აღნიშნული ფაქტიც არის გაერთიანებული. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება", - აცხადებენ უწყებაში. 

ექსპერტების შეფასებით, საქართველი "ისლამური სახელმწიფოს" პირდაპირი სამიზნე არ არის, თუმცა შესაბამისმა სტრუქტურებმა ამ მიმართულებით მუშაობა არ უნდა შეწყვიტონ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics