23:46 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 17:47:45, 428 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია: იპოთეკარებისა და ე.წ. ატსტუპნიკების სახელით გამართული აქციის მონაწილეთა უმეტესობას „ნაციონალები“ წარმოადგენდნენ

იპოთეკარებისა და ე.წ. ატსტუპნიკების სახელით გამართული აქციის მონაწილეთა უმეტესობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები წარმოადგენდნენ, - ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

„დღეს თბილისის მერიასთან იპოთეკარებისა და ე.წ. ატსტუპნიკების სახელით აქცია გაიმართა, რომელზეც აქციის მონაწილეები თბილისის მერიისგან დაზარალებულთა პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეთა უმეტესობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები წარმოადგენდნენ. გამომდინარე აქედან, თბილისის მერია მიიჩნევს, რომ აღნიშნული აქცია, ისევე, როგორც გასულ დღეებში სხვადასხვა მუნიციპალურ შენობებთან გამართული აქციები, პოლიტიკურად მართულია და მიზნად უწყების დეზორგანიზებას ისახავს.

რაც შეეხება ზოგადად იპოთეკით დაზარალებულთა საკითხს, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ მუნიციპალიტეტს ამგვარი პრობლემის მოგვარების ბერკეტი არ გააჩნია. თბილისის მერიის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე გამართეს იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილთან შეხვედრა და მათ აღნიშნულის შესახებ განემარტათ.

თბილისის მერია მოუწოდებს დღევანდელი აქციის მონაწილეებს, ნუ იქცევიან პოლიტიკური მანიპულაციის იარაღად და იმოქმედონ კანონის შესაბამისად“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics