18:01 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-30 18:59:19, 674 ნახვა

სამხედრო
სამხედრო საჩვენებელმა ორკერსტრმა ჯაზის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკერსტრმა ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა კონცერტი გახსნა და პოპულარული ჯაზჰიტები: IN THE MOOD (JOE GARLAND); BLUE RONDO A LA TURKE (DAVE BRUBECK), CANTALOUPE ISLAND (HERBIE HANCOCK) შეასრულა.

ორკესტრის ხელმძღვანელმა, კაპიტანმა კობა მერმანიშვილმა მსგავსი კონცერტების როლზე და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამხედრო ორკესტრების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ჯაზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი ჯგუფმა VOLCAN-მა გამართა. ღონისძიება საქართველოში აშშ-ს საელჩოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, „თიბისი ბანკის“ პერსონალური საბანკო მომსახურება „თიბისი სტატუსის“ მხარდაჭერით, სპეციალურად ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ჩატარდა.

30 აპრილი ჯაზის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 2011 წლის ნოემბერში იუნესკოს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის, მუსიკოს ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით დაწესდა. ჯაზის დღეს მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყანა აღნიშნავს, მათ შორის არის საქართველოც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics