00:04 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-08 14:44:36, 1147 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ერთღი აქტივისტი 5000 ლარით დააჯარიმა მეორე აქტივისტი კი სხდომაზე ბარგით მივიდა

აქტივისტი თათია აფრიამაშვილი, რომელიც 2 სექტემბერს რუსთაველზე დააკავეს, 5 000 ლარით დააჯარიმეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გამოაცხადა. 

აქტივისტს გელაძის უწყება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

მოწმე პოლიციელმა პროცესზე განაცხადა, რომ აფრიამაშვილი არ დაემორჩილა გზის სავალი ნაწილის გათავისუფლების მოთხოვნას, ხელს უშლიდა პოლიციას აქციის სხვა მონაწილის დაკავებაში და „იგინებოდა და ილანძღებოდა უმისამართოდ, მათ შორის, ხელისუფლების მისამართით.“ 

ამასთან საქალაქო სასამართლოში, სადაც სამოქალაქო აქტივისტებს ასამართლებენ, ერთ-ერთი მათგანი, ლაშა დგებუაძე ჩალაგებული ნივთებით მივიდა და ამბობს, რომ “ყველა სცენარისთვის, მათ შორის პატიმრობისთვისაც, მზადაა.“

სამოქალაქო აქტივისტი ვარაუდობს, რომ მას 10-იდან 20 დღემდე პატიმრობას მიუსჯიან.

90 პროცენტი ვფიქრობ, რომ დამიჭერენ, 10-იდან 20 დღემდე ვვარაუდობ, ბარგით მოვედი, ყველანაირად მზად ვარ პატიმრობისთვის. რუსთაველის თეატრის წინ, მე პირადად იმიტომ დამიჭირეს, რომ იმ დროს ჩემს მეგობარს იჭერდნენ და რომ ვცდილობდი გამომეტაცა მათგან, გამაყოლეს მეც. რეალურად, ამდენი ხალხი იმიტომ გაგვიტაცეს, რომ ერთმანეთის დახსნას ვცდილობდით, - ამბობს დგებუაძე.

ტვ პირველის ფოტოკადრი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics