20:30 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 20:14:25, 2059 ნახვა

სამხედრო
ზელენსკი - ჩვენ ვერ ვხედავთ ომის დასასრულის მოახლოების ნიშნებს

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ადრეული დასრულების ნიშნები არ არსებობს.

პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის Chatham House-ის სპეციალისტებს მიმართა,

„დღეს არის 72-ე დღე სრულმასშტაბიანი ომისა და ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ ომის დასრულებას. ჩვენ არ ვგრძნობთ და ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან მისი დასრულების რაიმე სურვილს. და ვერ ვხედავთ დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებებს. იმ გამოწვევებზე, რაც რუსეთმა ამ ომმა გამოიწვია, 24 თებერვლიდან არც ერთი დღე არ ყოფილა, რომ არ გვქონოდა მოლაპარაკება იარაღის მოწოდებაზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე და ა.შ. მოლაპარაკება უსაფრთხო გასასვლელზე და „მწვანე დერეფანზე“ მარიუპოლში ალყაში მოქცეული ადამიანებისთვის“, - თქვა მან.

ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა ცდილობს ომში რაც შეიძლება სწრაფად გამარჯვების მიღწევას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და განადგურებული ქონების აღდგენის დაწყებას, კერძოდ, რუსეთისგან ჩამორთმეული თანხებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics