09:54 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-22 11:13:57, 31206 ნახვა

რეგიონი
სტიქია იყო ლენტეხში

სტიქია იყო ლენტეხში – ძლიერი წვიმის შედეგად, ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე, მდინარის ადიდების გამო, დროებით შეიზღუდა მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. ჩარჩენილი ტურისტები გუშინვე გამოიყვანეს სტიქიის ზონიდან.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. სამუშაოები დილიდან განახლდა.

“წვიმის შედეგად, რამდენიმე მონაკვეთზე გზა ჩაიკეტა. ამ ეტაპზე, მოსახლეობაში რაიმე საფრთხის შემცველი ან ევაკუაციის საშიშროება არ არსებობს, ტურისტები იყვნენ ჩარჩენილი და უკვე გამოყვანილი არიან სამშვიდობოს. საგზაო დეპარტამენტი ჩართულია თავიდან ბოლომდე ამ საკითხში“, – აცხადებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics