08:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-30 21:55:41, 4356 ნახვა

კულტურა
„ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" ეროვნული არქივის კინოთეატრში

ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" დღეს მაყურებელმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი კინოთეატრში იხილა.

 35 წლის წინათ ეკრანებზე გამოსული ქართული მხატვრული ფილმის ჩვენება კინორეჟისორის იუბილეს მიეძღვნა.

 26 იანვარს ელდარ შენგელაიას დაბადებიდან 86 წელი შესრულდა. ჩვენებას თავად რეჟისორიც ესწრებოდა.

 ფილმი 2014 წელს კანის ფესტივალზე სექცია „Cannes Classics"-ში აჩვენეს. ეროვნული არქივის კინოთეატრში ფილმი მაღალი ხარისხით - 2K DCP-ში იყო წარმოდგენილი, ინგლისური სუბტიტრებით.

 სპეცილურად ჩვენებისათვის კინოთეატრის ფოიეში გამოფენილი იყო ფილმის გადასაღები მოედნის ამსახველი ფოტოები.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics