23:22 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-21 12:55:06, 882 ნახვა

ეკონომიკა
„დანკინ დონატსი“ მომხმარებელს სამარხვო კრუასან დონატებს სთავაზობს

დღეიდან „დანქინ დონატსი“ ყველა რესტორანში მომხმარებელს სამარხვო კრუასან დონატებს სთავაზობს.

დონატები ბავარიული კრემით, შოკოლადით, კარამელით, მარწყვითა და ვაშლის ჯემით სამარხვო მენიუს პირველი შეთავაზებაა, რადგან მომავალში „დანქინ დონატსი“ სრულყოფილი სამარხვო მენიუს შექმნას გეგმავს სენდვიჩების, ბეიგელების თუ სხვა დესერტების კატეგორებშიც. 

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით „დანქინ დონატსის“ ამერიკელ კულინარებთან ერთად საქართველოში სამარხვო მენიუს შექმნაზე და დღეიდან მომხმარებლებს უკვე შეუძლია დააგემოვნოს 5 სახეობის სამარხვო კრუასან დონატი. როდესაც „დანკინ დონატსი“ რომელიმე ქვეყანაში ოპერირებას იწყებს, ის სრულყოფილად სწავლობს ადგილობრივი მომხმარებლის გემოვნურ, რელიგიურ თუ ტრადიციულ მოთხოვნებს და  ითვალისწინებს მათ ადგილობრივი მენიუს შექმნაში. შესაბამისად, ჩვენ სამარხვო კრუასან დონატების გარდა მომავალში სრულყოფილ სამარხვო მენიუს შევთავაზებთ მომხმარებელს სენდვიჩების, ბეიგელების თუ სხვა დესერტების სახით“, - აცხადებენ „დანკინ დონატსში“. 

ცნობისთვის, „ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და 2015 წლის ბოლომდე საქართველოში 15 „დანკინ დონატსის“ რესტორანს გახსნის.

„დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში.  „დანკინ დონატსი“ მსოფლიოს 38 ქვეყანაშია წარმოდგენილი. „დანკინ დონატსის“ რესტორნებში მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს უგემრიელესი სენდვიჩების დიდი ასორტიმენტი, ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სასმელები,  უმაღლესი ხარისხის ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი და Coolata®-ს პროდუქტები, მაფინები და კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები და მრავალფეროვანი დონატები.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics