18:00 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 14:24:24, 409 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის რეაბილიტაცია იწყება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნოებს, შენობის A კორპუსის სრულ რეაბილიტაციას თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TIKA) ჩაატარებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნუგზარ სურმანიძეს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იონა წითელაძეს, თუქეთის გენერალურ კონსულ იასინ თემისქანსა და TIKA-ს თბილის ოფისის კოორდინატორ მუსტაფა ქორქმაზს შორის შეხვედრა დღეს გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის განხორციელების ვადები განიხილეს.

„შეთანხმების თანახმად საავადმყოფოს A კორპუსის შენობის რეაბილიტაცია 2015 წლის აპრილში დაიწყება და ერთ წელს გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში შენარჩუნდება უწყვეტი სამედიცინო მომსახურება“, - აღნიშნა ნუგზარ სურმანიძემ.

მუსტაფა ქორქმაზის განმარტებით, კლინიკას რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდება.

ცნობისთვის, შპს ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის რეაბილიტაციის საკითხზე აჭარის მთავრობასა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს შორის საბოლოო შეთანხმება 2015 წლის იანვარში არჩილ ხაბაძისა და ნუგზარ სურმანიძის თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს შედგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics