21:00 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 13:58:30, 905 ნახვა

სხვადასხვა
რეგიონული სასწრაფო დახმარების ექიმების გადამზადება იწყება

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე, მედპერსონალის გადამზადებას იწყებს.

ექიმების ტრენინგს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას  სერგეენკომ აღნიშნა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება სპეციფიკური დარგია და პერსონალს სპეციფიკური გადამზადება სჭირდება.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე გადამზადების მორიგი კურსი დაიწყო, რომლის ამოცანა ტრავმული პაციენტების სწორი სტაბილიზაცია და მათი სწორი მოვლაა.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარება  ძალიან სპეციფიკური  დარგია, ისევე როგორც ყველა დანარჩენი და  სპეციფიური მომზადება სჭირდება.  სასწრაფო დახმარების ექიმების,  ექთნების და ზოგადად, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მთავარი ფუნქციაა   გადაუდებელი მდგომარეობების მმართვა.  ახლა დაიწყო  გადამზადების მორიგი კურსი, რომლის  ამოცანა არის ტრავმული პაციენტების სწორი სტაბილიზაცია და მათი სწორი შემდგომი  მოვლა. ეს არის ერთ-ერთი  ყველაზე  უფრო პრინციპული მიმართულება. უკვე რაიონულ სასწრაფოს ექიმებს საშუალება ეძლევათ, რომ განახლებულ სასწავლო ცენტრში გაიარონ  მომზადება. მათთვის  ყველა პირობა არის შექმნილი.  საბოლოო ჯამში მთელი საქართველოს მასშტაბით  850 ექიმი,    850 ექთანი და ასევე მძღოლი გაივლის  შესაბამის  გადამზადებას“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.

პირველ ეტაპზე, გადამზადებას გადაუდებელ დახმარებაში სამეგრელოსა და სამცხე ჯავახეთის რეგიონის სასწრაფო დახმარების 15 ექიმი გაივლის. სასწავლო კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. ექიმები ტრავმული პაციენტის მართვისა და სტაბილიზაციის საკითხებში გადამზადდებიან. მულაჟის გამოყენებით, ნაჩვენები იქნება სხვადასხვა მანიპულაცია. პრაქტიკულ მეცადინეობებში ექიმები ტრენერებთან ერთად ჩაერთვებიან. სამედიცინო სფეროში არსებული სიახლეების გაცნობისა და პროფესიული უნარების გადამზადების მიზნით, სასწრაფო დახმარების მედპერსონალი ყოველწლიურად გადამზადდება.

 ტრენინგები რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ორგანიზებით ეროვნულ ბაზაზე გაიმართება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics