22:28 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-16 11:07:04, 1476 ნახვა

ეკონომიკა
ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრი ირწმუნება, რომ Eagle Hills-ის აპარტამენტები 24 საათში 60%-მა საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს

ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ირწმუნება, რომ Eagle Hills-ის  აპარტამენტები 24 საათში 60%-მა საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს.

მან ხაზი გაუსვა იმ  დინამიკას, რომელიც  კომპანიის მიერ  დაწყებული გაყიდვების აქტიურ პროცესში გამოიკვეთა.

„რამდენიმე კვირის წინ კომპანიამ გადაწყვიტა, კრწანისის ტერიტორიაზე დაეწყო პირველადი გაყიდვების პროცესი - 257 საცხოვრებელი სივრცე გამოვიდა გასაყიდად და დღეს უკვე შეგვიძლია, კონკრეტული მონაცემებით ვიმსჯელოთ, თუ როგორი ბალანსი იყო  უშუალოდ ამ გაყიდვების პერიოდში. პირველ რიგში,  ძალიან სასიხარულოა,  რომ 24 საათში სრულად გაიყიდა ბაზარზე გამოტანილი ყველა საცხოვრებელი სივრცე, ხოლო განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აქედან  60% საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს"- აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, დანარჩენი 40% იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული, მათ შორის ევროპის ქვეყნებიდან, ასევე აზიიდან.

„ხშირად ოპონენტებისგან გვესმოდა, რომ ეს პროექტი იქნებოდა  ჩვენი ქვეყნის „არაბიზაციის" საფუძველი, გვესმოდა, რომ იყო  ქვეყანაში  უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადმოსახლების  საფრთხეები, რომ აქ არ იქნებოდა სივრცე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ა.შ.   იყო პროგნოზი, რომ კვადრატული მეტრი 15 000 დოლარად უნდა გაყიდულიყო, რეალურად კი ვნახეთ,  რომ ერთი კვადრატულის ფასი დაიწყო 1650 დოლარიდან, ასევე ვნახეთ, რომ პირველი გაყიდვების ფარგლებში გამოტანილი ობიექტების 60% ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა შეიძინეს. ესეც, მათ შორის არის ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან ნათელი მაგალითი, თუ რა ფორმებით და რამდენად ცრუ ნარატივებით ცდილობენ, ხშირ შემთხვევაში,  ჩვენი ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას"- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics