09:16 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-28 15:48:10, 855 ნახვა

ეკონომიკა
რა უნდა იცოდე საქართველოს ბანკის YouTube გადაცემა “კრეატორზე”?

 

ქართველი კონტენტ კრეატორების მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკმა პირველი მასშტაბური ქართული რეალითი შოუ – Creator-ი დაიწყო. პროექტის მიზანი YouTube ეკოსისტემის გაძლიერება, ახალი მაყურებლების მოზიდვა, კრეატორების მხარდაჭერა და მათი წახალისებაა.

ამასთან, პროექტის მთავარი ღირებულება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასაც მოიცავს. 

მთელი პროექტის განმავლობაში დამწყებ იუთუბერებს შეაფასებენ და ახალ დავალებებს მისცემენ უკვე კარგად გამოცდილი და ცნობილი კრეატორები: დათო ალავიძე (ჰიტა), გიორგი მახარაშვილი (საეჭვო კაცი) და ნიკა კაკოიშვილი (კაკო). ჟიურის წევრები შესრულებული დავალების საფუძველზე მონაწილეებს გაუზიარებენ უკუკავშირს და რჩევებს, რაც არა მხოლოდ უშუალოდ მონაწილეებს, არამედ მაყურებლებსაც განვითარებასა და წინსვლაში დაეხმარება.

შესარჩევ ეტაპზე უკვე შემოვიდა 500-მდე განაცხადი, რომელთაგან ჟიურის წევრებმა 24 მონაწილე შეარჩიეს. 

პროექტის ფორმატი ასეთია:

“კრეატორის” პირველ ეტაპზე 24 მონაწილე შეირჩა, თუმცა, პროექტში ასპარეზობას მხოლოდ 8 გააგრძელებს.

7 ტურის განმავლობაში მონაწილეები შეასრულებენ მენტორებისგან მიღებულ საკონკურსო დავალებებს. ყოველი ეტაპის შემდეგ, ჟიურის შეფასებების საფუძველზე პროექტს ერთი მონაწილე დატოვებს. ნახევარფინალიდან კი მონაწილეების შეფასებაბის კრიტერიუმს დაემატება ხალხის ხმაც (ნახვები და ლაიქები).

მუდმივ ჟიურისთან ერთად ყოველ ეპიზოდს ეყოლება მოწვეული სტუმარი, იუთუბერი მენტორი, რომელიც დამწყებ კრეატორებს დავალების მიხედვით საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს გაუზიარებს.

თვალი ადევნე პირველ, მასშტაბურ YouTube რეალითი შოუს საქართველოს ბანკის ახალ YouTube გვერდზე. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics