09:16 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-28 13:18:47, 799 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით აგრო-ჰაკათონი AgriHacks 2025 გაიმართა

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 25-26 ოქტომბერს, ზუგდიდის ტექნოპარკში გაიმართა აგრო-ჰაკათონი AgriHacks 2025.

ჰაკათონი მიზნად ისახავდა ინოვაციური და ტექნოლოგიური იდეების მქონე ადამიანების დაკავშირებას კომპანიებთან და ორგანიზაციებთან მათი ახალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. ასევე, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ინოვაციური აზროვნებისა და უნარების განვითარებას, ჩართულობის გაზრდას საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში.

წელს, აგროტექნოლოგიურ ჰაკათონზე ახალგაზრდებმა წარმოადგინეს იდეები, რომლებიც სოფლის მეურნეობას ახალ შესაძლებლობებს უხსნის. საბოლოოდ, გუნდებმა წარადგინეს პროტოტიპები ჟიურის წინაშე და გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ბაზისბანკისგან სპეციალური ფულადი პრიზით გუნდი “ARE” დაჯილდოვდა.

ბაზისბანკი მუდმივად არის ჩართული პროექტებში, რომლებიც ქვეყანაში აგრო სექტორის მიმართულების განვითარებას უწყობს ხელს და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ინოვაციური იდეების წახალისებას სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics