17:49 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-04 15:38:56, 1591 ნახვა

ომი უკრაინაში
კირილ ბუდანოვი - უკრაინელებმა რუსების ორი „სუ-30“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

უკრაინის დაზვერვამ ერთ დღეში მოწინააღმდეგის ორი მრავალფუნქციური „სუ-30“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურა და ეს ისტორიული მომენტი იყო, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, თვითმფრინავები ჩამოაგდეს ინფრაწითელი სამიზნით აღჭურვილი AIM-9 Sidewinder რაკეტებით, რომლებიც Magura-7 ტიპის უეკიპაჟო კატერებიდან გაუშვეს.

ბუდანოვის ინფორმაციით, თავდასხმის დროს გამოიყენეს Magura-7 ტიპის სამი კატერი, რომელთაგან ორმა თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნა.

სოციალურ ქსელებში პირველი ჩამოგდებული „სუ-30“-ის ვიდეოები გავრცელდა, თუმცა, ბუდანოვის თქმით, მეორე ჩამოგდების ვიდეო ან ფოტო მასალა არ არსებობს.

მისი ინფორმაციით, პირველი „სუ-30“-ის ეკიპაჟი გადარჩა და ისინი შავ ზღვაში სამოქალაქო გემმა ამოიყვანა. წინასწარი მონაცემებით, მეორე თვითმფრინავის ეკიპაჟი დაიღუპა.

„Magura-7-ზე [რაკეტების] რამდენიმე მოდელს ვიყენებთ, მაგრამ AIM-9 საუკეთესო შედეგებს იძლევა“, - აღნიშნა ბუდანოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics