20:18 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-02 11:18:08, 1228 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია, აქედან 126-მა, საჰაერო თავდაცვის ეფექტური მოქმედების გამო, სამიზნეს ვერ მიაღწია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა 64 „შაჰედისა“ და სხვა ტიპის დრონი ჩამოაგდეს, 62 დრონი კი, უარყოფითი შედეგების გარეშე, ლოკალურად დაიკარგა.

დრონებით შეტევა განახორციელა რუსეთის ფედერაციის ბრიანსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან.

თავდასხმის შედეგად დაზარალდა დონეცკის, დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქები.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქზე რუსული დრონებით მასიური შეტევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა.

უკრაინის რკინიგზაში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში მდებარე ლოკომოტივების სარემონტო ქარხანაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics