00:06 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-29 11:30:12, 5080 ნახვა

კულტურა
სანდრო ბოტიჩელის გენიალური ნახატი 80 მილიონ დოლარად გაიყიდა

ადრეული რენესანსის ეპოქის თვალსაჩინო წარმომადგენლის გენიალური სანდრო ბოტიჩელის ლეგენდარული ნახატი "ახალგაზრდა მედალიონით" "სოტბის" აუქციონზე 80 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ნიუ-ორკში გამართულ აუქციონზე, ნახატის მთლიანმა ღირებულებამ გადასახადებთან და საკომისიიოსთან ერთად 92 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა, რაც რეკორდულია ყველა დროს გაყიდულ ნახატებს შორის.
ნახატის მყიდველის ვინაობა, უცნობი რჩება. რენესანსის ეპოქის ნამუშევარი მისმა ახლანდელმა ანონიმურმა მფლობელმა 1982 წელს ბრიტანეთში გამართულ აუქციონზე შეიძინა.

ალესანდრო დი მარიანო დი ვანი ფილიპე ცნობილი,როგორც სანდრო ბოტიჩელი,1445 წელს დაიბადა ქალაქ ფლორენციაში.
საქვეყნოდ ცნობილი ტილოებია: “ივდითის დაბრუნება”, “ძალის ალეგორია”, “სებასტიანე”, “მეფეთა თაყვანისცემა”, “შექმნათა”ეპიზოდები, “ვენერას დაბადება”, “მინერვა და კენტავრი”. ეს უკანასკნელი იმითაა გამორჩეული,რომ ბოტიჩელიმ ამ ნახატით პირველად სცადა ანტიკური მშვენიერების აღდგენა ხელოვნებაში. მისი ჩანაფიქრი უდავოდ ორიგინალური და საყურადღებო იყო. ტილოზე გამოსახულია შემდეგი რამ: სიბრძნის ქალღმერთმა თმაზე ხელის ერთი შეხებით შებოჭა და მოათვინიერა დაუმორჩილებელი,ველური და შფოთიანი ცხენკაცი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics