21:44 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 21:35:13, 590 ნახვა

საზოგადოება
დავით ბაქრაძემ კახეთის რეგიონში შეხვედრები გამართა

 ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ კახეთის რეგიონში, თელავსა და ყვარელში შეხვედრები გამართა. ყვარელში გამგეობის შენობაში შეხვედრა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან და ადგილობრივ ფერმერებთან გაიმართა. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა  საქართველო ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების მნიშვნელობასა და შედეგად მიღებულ სარგებელზე ისაუბრა და ამ მხრივ, ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობაზე გამახვილა ყურადღება. საუბარი ასევე,  შეეხო  ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს წინაშე არსებულ საგარეო გამოწვევებსა და  რეგიონში არსებულ სიტუაციას.  შეხვედრა აქტიური კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა. შეხვედრის მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე რეფორმებითა და იმ  შესაძლებლობებით, რასაც ევროკავშირთან ეკონომიკური დაახლოების პროცესი ითვალისწინებს.  
სახელმწიფო მინისტრმა თელავში,„მედია კაფეში“ ადგილობრივი მედიის, აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან დისკუსია გამართა ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ევროკავშირთან ვიზა  ლიბერალიზაციის პროცესი, კომუნიკაციის სტრატეგიის განხორციელება და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება. განსაკუთრებით აღინიშნა ევროინტეგრაციის პროცესში რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის  მნიშვნელობა.  შეხვედრის მონაწილეებმა სურვილი გამოთქვეს ევროკავშირის წევრი და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების რეგიონებთან თანამშრომლობის გაღრმავების, კერძოდ, ევროინტეგრაციის კუთხით ამ ქვეყნებში არსებული გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე გაამხვილეს ყურადღება.  
შეხვედრები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics