15:43 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 22:58:57, 835 ნახვა

სამართალი
გენერალი კალანდაძე აცხადებს, რომ მთავარი პროკურატურა მის წინააღმდეგ ახალ საქმეს კერავს

გენერალი გიგი კალანდაძე "რუსთავი-2" -ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რომ მასზე პროკურატურა ახალ საქმეს "კერავს".

მისი თქმით, მას საქართველოს მოქალაქეობა ჯერჯერობით არ დაუტოვებია და ის აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში. თუმცა, ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებს, რადგან აქვს ინფორმაცია, რომ დაბრუნების შემთხვევაში მას დააკავებენ.

„სანდო წყაროდან მქონდა ინფორმაცია, რომ ახალი წლების შემდეგ ახალი საქმის შეკერვა დაიწყეს ჩემს წინააღმდეგ. იბარებდნენ მოწმეებს და ამიტომ ვერ ჩამოვედი მამის გასვენებაში.“

ამასთან გენარალმა ისაუბრა სავარაუდო ანაზღაურებაზე, კალანდაძის განცხადებით, მათთვის შეურაცხმყოფელია განცხადებები ფულად ანაზღაურებასთან დაკავშირებით. 

"პირადად მე გეტყვით, რომ ჩემი მეგობარი მეხმარება. სხვა ჯარისკაცებს  - ოჯახის წევრები. ჩვენ ვიკვებებით ისევე, როგორც უკრაინელი ჯარისკაცები წინა ხაზზე. საბრძოლო მასალასაც უკრაინელები გვაძლევენ," - განაცხადა გიგი კალანდაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics