03:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-17 15:47:24, 1038 ნახვა

კომენტარი
პრემიერი 17 მაისის აქციებზე: ჩვენ დღეს დავამტკიცეთ, რომ ვართ ღირსეული ერი და ცივილიზებული სახელმწიფო

"ჩვენ დღეს დავამტკიცეთ, რომ ვართ ღირსეული, გამორჩეული ერი და ცივილიზებული სახელმწიფო", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში დღეს გამართულ აქციებს.

მთავრობის მეთაური კმაყოფილია, რომ ყველაფერი მშვიდად, დემოკრატიულად ჩატარდა და ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულ სამსახურებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, მადლობას უხდის.
„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ ღირსეული და გამორჩეული ერი და ჩვენთვის მთავარია ჩვენი ქვეყნის ინტერესები. დავამტკიცეთ, რომ ვართ ცივილიზებული სახელმწიფო და ნამდვილად გვსურს ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ასევე მიულოცა პატრიარქის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღე და ქართულ ოჯახებს გაძლიერება უსურვა.

„მინდა, ყველას ვუსურვო, გაძლიერდეს ქართული ოჯახი, რადგან ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტი და ამაზე დგას ქართული სახელმწიფო“, - აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, 17 მაისთან დაკავშირებით აქცია მრგვალ ბაღში  და იუსტიციის სამინისტროსთან გაიმართა. ორივეგან აქცია ინციდენტების გარეშე დასრულდა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics