23:46 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 13:45:39, 1501 ნახვა

სამხედრო
გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი-2014“-ში მონაწილეებს მედლები გადაეცათ.

გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და სწავლების წარმატებით ჩატარება მიულოცა. მან 7 ოფიცერი, საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის, მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა.

7 სამხედრო მოსამსახურემ წარმატებული სამხედრო ოპერაციებისა და ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“ მიიღო. მათ უწყებრივი მედალი გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გადასცა.

9 სამხედრო მოსამსახურე თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებებისთვის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა, გიორგი კბილცეცხლაშვილმა მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“ დააჯილდოვა. სწავლება „დიდგორი-2014“-ში ღირსეულად მონაწილეობისათვის გენერალური შტაბის უფროსის მადლობა 68 სამხედრო მოსამსახურეს გამოეცხადა, ხოლო 4 ოფიცერი სამსახურეობრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით დაჯილდოებაზეა წარდგენილი.

ცნობისთვის, სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2014“ ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“, ვაზიანსა და სენაკში ჩატარდა. „დიდგორი 2014“ სამთავრობო უწყებათაშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებას წარმოადგენს. სწავლების მთავარი მიზანია კრიზისული და საომარი ვითარების დროს სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა, მართვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესება და საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბების მომზადება.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics