21:47 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-17 11:11:31, 1581 ნახვა

პოლიტიკა
კლინიკის დირექტორი: ილია II კრიტიკული რეანიმაციის დეპარტამენტშია, მდგომარეობა საყურადღებოა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა. 

ასპანიძის თქმით, პატრიარქს სისხლდენის შეჩერებისთვის ენდოსკოპიური პროცედურა ჩაუტარდა და ის ახლა იმყოფება  რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნული ძილის მდგომარეობაში. 

კათოლიკოს-პატრიარქი კავკასიის მედიცინის ცენტრში კუჭიდან ძლიერი სისხლდენით ღამის სამ საათზე შეიყვანეს. 

პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა ყველა დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელიც ესაჭიროებოდა სისხლდენის შეჩერებისთვის. ამჟამად პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური, საყურადღებო, თუმცა  მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება მართვა და ამ მაჩვენებლების მაქიმალური დასტაბილირება. 

ენდოსკოპიური პროცედურა ჩაუტარა სისხლდენის შეჩერებისთვის. პაციენტი ამჟამად იმყოფება ამ პროცედურისთვის განსაზღვრულ მდგომარეობაში.  ეს არის ინტუბირებული მდგომარეობა. როგორც აღვნიშნე ჰემადინამიკური მაჩვენებლები არის არის არასტაბილური. 

პაციენტმა მოგვმართა დააახლოებით ღამის 3 საათამდე. სისხლდება შეჩერებულია. ჩვეულებრვიი პროცედურაა ახლა, რომ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მოსვენებულ მდგომარეობაში. ეს არის ჩვენგან გამოწვეული ძილის მდგომარეობა, რათა ორგანიზმს მივცეთ საშალება ჰემოდინამიკური მაჩვენებლები  მაქსიმალრუად დასტაბილურდეს. დარჩება სააავადმყოფოში რამდენიც საჭირო იქნება", - განაცხადა სოფიო ასპანიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics