20:58 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-16 00:43:58, 1030 ნახვა

სამართალი
გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის დედა შიმშილობას აანონსებს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ სამ მოზარდს ბრალი დაუმძიმეს - ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი დაკავებულის, 17 წლის დემეტრე ჩიქოვანის დედა ავრცელებს. დამძიმებული ბრალი, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს, დაკავებულებს გუშინ წაუყენეს. პროკურატურას ინფორმაცია არ გაუვრცელებია. სასამართლოები დახურული იქნება - არასრულწლოვანი ბრალდებულების გამო.

აქედან გამომდინარე, ჟურნალისტებსაც უმცირდებათ საქმის მასალებზე წვდომა. თავად ჩიქოვანის გვარი, მისი მშობლის თანხმობით გაჟღერდა. (აქვე: ჩიქოვანს 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება)

 გარდა ამისა, ჩიქოვანის დედა სოფო ძნელაძე შაბათიდან შიმშილობის დაწყებას აანონსებს.

"გიგა ავალიანის დედა სამართალს ეძებს და როგორც კი ჩათვლის, რომ იპოვა, ის გაჩუმდება... [2025 წლის] 20 ოქტომბერს, როცა დემეტრე დააკავეს, იმ ოჯახს ჰქონდა აქცია დაანონსებული... ჩემი შვილი გადაუგდეს „ბარტყად“, რომ მის დედას აეღო განზრახვაზე ხელი და შიმშილობა არ დაეწყო. მე ჩემი შვილის სიმართლეს შევაკვდები და დავანახებ პროკურატურას, რომ მართალი ბიჭის დედასაც შეუძლია სიკვდილი. ჩემს შვილს არ კლავენ? მე მზად ვარ, რომ ჩემი სიცოცხლე მივიტანო და დავდო პროკურატურასთან. თავს დავიწვავ, პატიმრობა რომ მიუსაჯონ" - აცხადებს სოფო ძნელაძე

საგულისხმოა რომ ბრალის დამძიმება მოკლული მასწავლებლის ახლობლების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რაც ფაქტობრივად დაკმაყოფილდა. კიდევ ერთი მოთხოვნა იყო გენპროკურორის გადადგომა (თუკი უწყება ნაბიჯებს არ გადადგამდა) და დედის, ეკა კუპატაძის ანონსი პროკურატურის წინ შიმშილობის დაწყებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics