14:58 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-08 15:58:07, 535 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია ესპანეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი დავით ნარმანია და  მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე ესპანეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ალეხანდრო ბლანკოს შეხვდნენ.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის - „თბილისი 2015" მზადებას. თბილისის მერმა განსაკუთრებული აქცენტი ფესტივალის შემდგომ, ოლიმპიადის ფარგლებში დედაქალაქში აშენებული ობიექტების დატვირთვაზე გაამახვილა. ალეხანდრო ბლანკომ დავით ნარმანიას ამ კუთხით ესპანეთის გამოცდილება გაუზიარა.

ალეხანდრო ბლანკოს თქმით, ესპანეთს საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების  ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს  და  იგი საქართველოს დაეხმარება როგორც ევროპული გამოცდილების გაზიარებაში, ისე საერთაშორისო კონგრესებისა და სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაში.

დავით ნარმანიამ ესპანეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი  ივლისში, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოიპატიჟა. მანამდე კი ალეხანდრო ბლანკო თბილისს ობიეტების დასათვალიერებლად ეწვევა.

ალეხანდრო ბლანკოსთან შეხვედრამდე დავით ნარმანია  სპორტის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანს მიგელ კარდინალ კაროს შეხვდა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics