16:34 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-17 10:54:27, 1097 ნახვა

ომი უკრაინაში
covid19-ით ინფიცირებული ახალ პაციენტი, ოჯახის წევრთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა

„ეს პაციენტი დამოუკიდებლად შემოვიდა, როგორც კონტაქტი ოჯახის წევრთან“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი მეოთხედი გადაცემის შემთხვევას არ მიერკუთვნება.

„გუშინ მივიღეთ ეს პაციენტი, გუშინვე ჩატარდა ტესტირება, დღის მეორე ნახევარში იქნა არებული ტესტი, გვიან საღამოს დამთავრდა ტესტირების შედეგი და მე დღეს დილით მივიღე პასუხი, ამიტომ დღეს გახდა თქვენთვის ცნობილი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მანვე აღნიშნა, რომ კარანტინსი იძულებით გადაყვანილი პირებიდან არცერთს არ დაუდგინდა კორონავირუსით ინფიცირება.

„კარანტინიდან გადმოყვანილები არ დადასტურებულა არც ერთი. ეს პაციენტი დამოუკიდებლად შემოვიდა, როგორც კონტაქტი ოჯახის წევრთან. მეოთხედი გადაცემა არ არის“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics