16:01 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-18 10:43:46, 923 ნახვა

სამართალი
შსს-მ 187 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები ამოიღო

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული არმენ მ. ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას 42 კაფსულა ,,ლირიკა“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 12,6 გრ ფსიქოტროპულ ნივთიერება პრებალგინს შეიცავს. ასევე ამოღებულია 1,35 გრ ნარკოტიკული საშუალება კოდეინის და 1,35 გრ ფსიქოტროპული ნივთიერება ფენობარბიტალის შემცველი 135 აბი.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics