13:24 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-08 21:40:21, 10208 ნახვა

ეკონომიკა
ოცნება სამშენებლო კომპანიებს საეტაპო ოქმის წარუდგენლობისთვის ფინანსური პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს

შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის ფინანსური პასუხისმგებლობისგან 2026 წლის 31 დეკემბრამდე გათავისუფლდებიან. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

პროექტით, ვადის ერთი წლით გახანგრძლივება ხდება. დღეს მოქმედი კანონით, ეს ვადა 2025 წლის 31 დეკემბრამდეა განსაზღვრული.

„დღეის მდგომარეობით, მშენებლობის ნებართვის მფლობელებისთვის პრობლემურია საეტაპო ოქმების დადგენილი წესით წარდგენა, რადგან აღნიშნული ვალდებულებების შესრულება დაკავშირებულია ობიექტურ სირთულეებთან. საკითხის პრობლემურობას მიუთითებს ისიც, რომ არსებული მდგომარეობით, სუბიექტების, რომლებისთვისაც დადგენილია საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადებში შესაბამისი ეტაპის დასრულება და ოქმის წარდგენა, უმეტესობას წარდგენილი არ აქვს ან დარღვევით აქვს წარდგენილი ეტაპის ამსახველი დოკუმენტაცია. ამ შემთხვევაში, საჯარო ზედამხედველობის ორგანო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას იწყებს პირდაპირ შემოწმების აქტის შედგენით და სამართალდამრღვევი ჯარიმდება შესაბამისი კლასის შენობა-ნაგებობისთვის დადგენილი საჯარიმო სანქციით. შესაბამისად, საშეღავათო პერიოდი, რაც დღეს განსაზღვრულია, კანონით არ აღმოჩნდა საკმარისი ადაპტირებისთვის და დამატებით გარკვეული დროა საჭირო, რათა დადგინდეს შესაბამისი პრაქტიკა საეტაპო ოქმის წარმოდგენასთან დაკავშირებით, ხოლო დაინტერესებული პირები გაცნობიერდნენ მითითებულ პროცედურაში“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საელჩომ საქართველოს დედაენის დღე მიულოცა
„ოცნების“ წარმომადგენელი: უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის განცხადება მისასალმებელია
საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა
აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალებმა დედა-შვილი საქართველოს დროშის ქვეშ ფოტოს გადაღების გამო გააძევეს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics