20:59 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-23 20:55:15, 8751 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3-ზე კალათბურთში ტურნირი დაიწყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდებს შორის გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატმა სტარტი აიღო. წელს, ფინალურ თამაშებს გიორგი ანწუხელიძის მშობლიური ახმეტის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს.

კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე შესარჩევი თამაშების პირველი ეტაპი გაიმართა. ერთმანეთს, თავდაცვის ძალების მეორე და მესამე ქვეითი ბრიგადების გუნდები დაუპირისპირდნენ.

ჩემპიონატი ორ ეტაპს მოიცავს, რომელშიც თავდაცვის უწყების 27 გუნდი მონაწილეობს. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გარდა, ტურნირში სამოქალაქო ოფისის 3 გუნდია ჩართული. შესარჩევი ეტაპის შედეგად, სტრუქტურული ერთეულების პირველადგილოსანი გუნდები გამოვლინდებიან. საფინალო ეტაპზე გადასული საუკეთესო გუნდები კი, 5-6 აგვისტოს ახმეტაში იასპარეზებენ. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

ფინალურ ღონისძიებაზე დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები პარაკალათბურთში საჩვენებელ თამაშსაც გამართავენ.

გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3 კალათბურთში ჩემპიონატი, საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით მეხუთე წელია ტარდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics