13:24 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-09 21:58:10, 4531 ნახვა

სპორტი
სომხეთთან მატჩის შემდეგ ინციდენტის გამო, ფედერაცია 40 000 ევროთი დაჯარიმდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, უეფას გადაწყვეტილებით, "გულშემატკივართა მხრიდან მოედანზე შევარდნის, ლაზერული სანათების, პიროტექნიკის გამოყენებისა და გასასვლელების ბლოკირებისთვის", ფედერაცია 40 000 ევროთი დაჯარიმდა, ერთა ლიგის შემდეგ სეზონში კი საქართველოს ნაკრები ერთ საშინაო მატჩს მაყურებლების გარეშე გამართავს.

"აღნიშნული სასჯელი ეხება იმ გათამაშებებს, რომელზეც უეფას სადისციპლინო კომპეტენცია ვრცელდება. შესაბამისად, სასჯელი არ ვრცელდება ამხანაგურ მატჩებსა და 2025 წლის შემოდგომაზე გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს.

უეფას გადაწყვეტილება ასევე მოიცავს ორწლიან გამოსაცდელ ვადას. ორი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევების განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს კვლავ უმაყურებლოდ ითამაშებს." - წერს ფედერაცია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საელჩომ საქართველოს დედაენის დღე მიულოცა
„ოცნების“ წარმომადგენელი: უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის განცხადება მისასალმებელია
საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა
აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალებმა დედა-შვილი საქართველოს დროშის ქვეშ ფოტოს გადაღების გამო გააძევეს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics