2019-12-02 16:45:59, 11015 ნახვა
სხვადასხვა
ოკუპირებულ სოხუმში ომის შემდეგ პირველად საკრუიზო ლაინერი მთავარი ვლადიმერი შევიდა
სოხუმში საკრუიზო გემი "მთავარი ვლადიმერი" შევიდა. ომის დამთავრების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა სოხუმის პორტში სამგზავრო ლაინერი ჩამოდგა. იმისთვს რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს საკრუიზო გემი მიეღოთ, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ჰიდროგრაფიული სამუშაოები ჩაატარა.
აქამდე კრუზის მარშუტი შედეგბოდა ნოვოროსიისკი, იალტა და სევასტოპოლის მიმართულებით, რუსეთის ტურიზმის დეპარტამენტი ირწმუნება, რომ აღნიშნულ მიმართულებებს, სოხუმიც დაემატა.
აღსანიშნავია, რომ ლაინერი აგებულია 1971 წელს და "Roy Star" ერქვა მას შენდეგ რაც გემი რუსეთმა შეიძინა, პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, გემს ახალი სახელი "მთავარი ვლადიმერი" დაარქვეს.
საკრუიზო ლაინერი გათვლილია 800 ადამიანზე და როგორც ორგანიზაცია "შავი ზღვის კრუიზები"-ს წარმომადგენელი ამბობს, ლაინერი კვირაში ერთხელ სოხუმის პორტში ჩამოდგება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,