14:02 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-08 18:30:02, 623 ნახვა

სამართალი
სერგო თეთრაძის მეუღლემ თინა ხიდაშელს პოლკოვნიკის წამებაში სავარაუდო მონაწილე პირების სია გადასცა

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლემ ნანა თეთრაძემ  და ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს იმ პირების სია გადასცეს, რომლებსაც, მათი მტკიცებით, პოლკოვნიკის წამებასთან  აქვთ კავშირი.

თეთრაძის მეუღლის განცხადებით, დამნაშავეები თავდაცვის სამინისტროში დღემდე მუშაობენ.

ნანა თეთრაძის თქმით, მათ თავდაცვის მინისტრს სთხოვეს, რომ ეს ადამიანები სამსახურიდან გათავისუფლდნენ.

„ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო. ჩვენ მოვუყევით მას საქმის მასალების შესახებ, თუ რა წოდება ჰქონდა ჩემს მეუღლეს. ის იყო ორი ომის ვეტერანი და მინისტრს ვთხოვეთ,  ყველა ის  თანამშრომელი, რომელიც დღეს თავდაცვის სამინისტროში, ან სამხედრო პოლიციაში მუშაობას აგრძელებს და მათი ვინაობა დაკავშირებულია ჩემი მეუღლის წამებასთან, გაერკვიონ ამ საქმეში და ეს ადამიანები დროებითი კადრების განყოფილებაში გაიდაიყვანონ“, – აღნიშნა ნანა თეთრაძემ.

მას პოლკოვნიკის მკვლელობაში ეჭვმიტანლი პირების კონკრეტული გავრები და რაოდენობა არ დაუსახელებია.

 ამასთან, როგორც ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ  შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის  აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურორთან აპირებს შეხვედრას და დამატებითი ინფორმაცია სწორედ ამის შემდეგ გასაჯაროვდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics