2017-05-11 18:43:40, 1988 ნახვა
საზოგადოება სამხედრო
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სამხედრო ექსპერტები საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდნენ
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო ექსპერტები იმყოფებოდნენ.
ექსპერტებს სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საჩხერის სამთო-მომზადების სკოლის მეთაურმა სტუმრებს სკოლის ისტორიისა და ამოცანის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და სასწავლო პროცესი გააცნო. SNGP-ის ექსპერტებმა ინფორმაცია სკოლის სამომავლო გეგმების შესახებაც მოისმინეს.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა სკოლის ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და საწვრთნელი ტერიტორია დაათვალიერეს.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან