09:22 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 12:33:50, 716 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებულ ცხინვალში 9 მაისის აღლუმში 200 რუსი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას

ოკუპირებულ ცხინვალში 9 მაისის აღლუმში 200 რუსი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსზე ვადიმ ასტაფიევზე დაყრდნობით იუწყება.

ვადიმ ასტაფიევის ინფორმაციით, აღლუმზე წარმოდგენილი იქნება სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ე.წ. „გრადი“ და „აკაცია“, ასევე ტანკი Т-72, „კამაზის“ და „ურალის“ მარკის ავტომობილები.

"აღლუმში 200-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მიირებს მონაწილეობას. ისინი უკვე ემზადებიან შესაბამისი ღონისძიებისთვის. წარმოდგენილი იქნება ასევე 10 ერთეული სამხედრო ტექნიკა", - აღნიშნა ასტაფიევს. 

ოკუპირებულ ცხინვალში სამხედრო აღლუმის მუსიკალურ გაფორმებაზე რუსული სამხედრო ბაზის ორკესტრი იზრუნებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics