17:27 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 16:04:02, 712 ნახვა

რეგიონი
ყვარელწყლის საზოგადოებრივ ცენტრში ქართული ენის შემსწავლელი ოთხთვიანი კურსი დაიწყო

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის საზოგადოებრივ ცენტრში ქართული ენის შემსწავლელი ოთხთვიანი კურსი დაიწყო.

სასწავლო კურსს ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა უძღვება.

ქართული ენის შესწავლის კურსების მიზანია საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება, მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მომუშავე საჯარო მოხელეთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაცია; ამავე კურსის მიზანია ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის სახელმწიფო ენის სწავლება.

სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა ენის ფლობის ზოგადევროპული სტანდარტის მიხედვით ხორციელდება. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურვილი აქვს, შეისწავლოს ქართული ენა, ან გაიღრმავოს ცოდნა ამ მიმართულებით.

ზ. ჟვანიას სახელობის სკოლა კახეთის რეგიონში, კერძოდ: ახმეტაში, ლაგოდეხსა და თელავში სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამით სწავლება ათ რეგიონულ სასწავლო ცენტრსა (ლაგოდეხი, ახმეტა, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბოლნისი, მარნეული, დმანისი, გარდაბანი, წალკა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი ლამბალო) და მობილურ ჯგუფებში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ქართული ენის შემსწავლელი კურსები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების - ყვარელწყლის (დუისი), სართიჭალის, კაბალისა და ფოკის - საზოგადოებრივ ცენტრებში ადრეც ჩატარდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
BOG ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics