17:27 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-04 17:36:21, 926 ნახვა

რეგიონი
მშობლები და პედაგოგები შაჰინის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერებას აპროტესებენ

ბათუმში, შაჰინის სახელობის თურქულ სკოლა-ლიცეუმში, მოსწავლეთა მშობლების და პედაგოგების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები სასწავლებლისთვის ავტორიზაციის შეჩერებას აპროტესტებენ.

ისინი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ სკოლის შესანარჩუნებლად სამართლებრივ დავას აწარმოებენ.

ცნობისთვის, ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია შეუჩერდა.

სკოლის დირექტორი ელგუჯა დავითაძე ავტორიზაციის პოლიტიკური ნიშნით შეჩერებას არ გამორიცხავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მან დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, განათლების მინისტრს და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
BOG ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics