2016-12-23 10:54:23, 1731 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: დარწმუნებული ვარ, გიორგი გასვიანთან დაკავშირებით, გამოძიებას წერტილი დროულად დაესმება
ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი მოქალაქისთვის მით უმეტეს, ჟურნალისტისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება არ უნდა ხდებოდეს.
დოლიძე დარწმუნებულია, რომ ტელეკომპანია „ იბერიას“ ჟურანლისტის გიორგი გასვიანთან დაკავშირებით პოლიციელის მიერ შესაძლო ცემის ფაქტზე დაწყებული გამოძიება დროულად დასრულდება.
„ამგვარი რამ საერთოდ არ უნდა ხდებოდეს. ნებიემირ მოქალაქესთან დაკავშირებით და მითუმეტეს, როცა საქმე ეხება ჟურნალისტს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, საგამოძიებო სტრუქტურები დროულად დაუსვამენ წერტილს გამოძიების უზრუნველყოფას და შემდგომ სამართლწარმოების უზრუნველყოფის საკითხს“, - აღნიშნა დოლიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან